ლარის ოფიციალური კურსი

23.04.2017→24.04.2017 ცვლილება
USD 2.3943 2.4038 0.0095
EUR 2.5751 2.5718 -0.0033
TRY 0.6583 0.6591 0.0008
RUB 0.0425 0.0427 0.0002
AZN 1.4084 1.4330 0.0246
AMD 0.0049 0.0050 0.0000

მოგესალმებით ესკოს განახლებულ ვებ-გვერდზე

 

„ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი“  2017 წლის დასაწყისიდან წარმოგიდგენთ ოფიციალური ვებ-გვერდის განახლებულ ვერსიას.

ვფიქრობთ, ვებ-გვერდის ახალი ვერსია როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით, მაქსიმალურად შესაძლო სრულყოფილი პროდუქტია, რომელიც შესაბამისობაშია ამ სფეროს საუკეთესო პრაქტიკასთან. მარტივი და პრაქტიკული დიზაინი, ბმულების საშუალებით მოსახერხებელი გადასვლა და განახლებული საინფორმაციო ბლოკები მაქსიმალურად ეხმარება მომხმარებელს, რათა მისთვის საინტერესო ინფორმაცია იოლად ხელმისაწვდომი იყოს.

გასული წლების მონაცემთა ბაზა დაინტერესებული პირებისათვის იძლევა შედარების, ტენდენციის დანახვისა და ანალიზის კარგ საშუალებას. მნიშვნელოვანი სიახლეა მიმდინარე საანგარიშო პერიოდის ოპერატიული მონაცემების განთავსება. მართალია, ისინი საპროგნოზო ხასიათისაა, მაგრამ კარგ სამსახურს გაუწევს დაინტერესებულ პირებს საქმიანობის დაგეგმვაში. მომხმარებლებისთვის საინტერესო იქნება ექსპორტ-იმპორტისა და ტრანზიტის  საინფორმაციო ბლოკების ახალი ვერსია. საიტზე განთავსებული მონაცემების განახლება მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდება. მოთხოვნადია საიტის ინგლისური ვერსია, რომლის განახლებაც, როგორც წესი, პარალელურ რეჟიმში ხდება.

2017 წლის მარტის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2017 წლის მარტის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ  355 222 707.7 კვტ.სთ 

შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 34% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 44 945 912 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


მარტში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 12.6528825 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 14.234 თეთრი/კვტ.სთ.

ვრცლად

საინფორმაციო

10/04/2017

2017 წლის 10 აპრილიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აჭარ ენერჯი-2007“, როგორც ექსპორტიორი.


ვრცლად
03/04/2017

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ს შორის 2017 წლის 28 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება ხელვაჩაური 1 ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ...

 


ვრცლად
31/03/2017

2017 წლის 01 აპრილიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდება შპს „მარნეულჰესი 1931“-ს, როგორც პირდაპირ მომხმარებელს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების შესაბამისად იგი აღარ იქნება საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე.


ვრცლად
31/03/2017

2017 წლის 30 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „მარნეულჰესი 1931“,  როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.


ვრცლად
ყველა სიახლე

საბ/ელექტროენერგიის ფასი (ოპერატიული)

01-23/04/2017

გარანტირებული სიმძლავრე (ოპერატიული)

01-23/04/2017

ყოველდღიური ბალანსი

01-23/04/2017

ტრანსსასაზღვრო გადადინებები (მიმდინარე)

ფაქტიური შემოდინება
ფაქტიური გადინება
23/04/2017