ესკოს გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე რუსუდან მაზმიშვილი დაინიშნა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება განხორციელდა.  2017 წლის 20 ოქტომბერს ესკოს გენერალური დირექტორის მოადგილედ ესკოს ვაჭრობის დირექციის ყოფილი უფროსი, რუსუდან მაზმიშვილი დაინიშნა.

რუსუდან მაზმიშვილის სამსახური ესკოში გამორჩეულად წარმატებულია. მისი კარიერული წინსვლა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის წარმატებული საქმიანობის პროპორციულია და უკავშირდება ესკოსთვის  მნიშვნელოვანი ცვლილებების, სიახლეებისა და პროექტების განხორციელებას.