შემოთავაზებების მიღება ელექტროენერგიის იმპორტის თაობაზე

სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ აცხადებს შემოთავაზებების მიღებას ელექტროენერგიის იმპორტის თაობაზე, 2018 წლის აგვისტოს პერიოდისათვის, იმპორტის საორიენტაციო მოცულობა - 81 მლნ კვტ.სთ (საორიენტაციო საათობრივი გრაფიკი).
შემოთავაზების წარმოდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს (არარეზიდენტ იურიდიულ პირს).

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 16 ივლისის, 17:00 სთ (თბილისის დროით).

წარმოდგენილი შემოთავაზებების განხილვა ჩატარდება 2018 წლის 17 ივლისს, 12:00 საათზე (თბილისის დროით), სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“-ს  ოფისში: საქართველო, ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. №2, მე-5 სართული, ოთახი №16.

შემოთავაზების წარსადგენად უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა MS Excel ან PDF ფორმატში.

შემოთავაზებების წარდგენისა და განხილვის პირობები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.