შეხვედრა "ენერგოინვესტის" წარმომადგენლებთან

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა  სამუშაო შეხვედრა ჩაატარა „ენერგოინვესტის“ წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო „ავანიჰესის“ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის განხილვა. “ენერგოინვესტის” მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ  „ავანიჰესის“ დირექტორი კახა კობაიძე იურიდიული და ენერგეტიკული სამსახურების წარმომადგენლები, ესკოს მხრიდან -  შეხვედრას უძღვებოდა გენერალური დირექტორის მოადგილე ზაზა დვალიშვილი,მონაწილეობდნენ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ანა ტომარაძე და სხვადასხვა დეპარტამენტთა წარმომადგენლები.