CzechTrade-ის წარმომადგენლობითი ვიზიტი ესკოში

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორში - ესკო, 26 სექტემბერს ვაჭრობის ხელშეწყობის ჩეხური სახელმწიფო სააგენტოს - CzechTrade-ის  ინიციატივით,  ჩეხეთის რესპუბლიკის მოწინავე ენერგეტიკული კომპანიების - SIGMA GROUP,  SKODA PRAHA,  AUSTIN DETONATOR-ZPA, SMART ENERGY-ZIMA, TECHNIK-ARMATURY GROUP -ის საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესკოსთან ერთად, საქართველოს წამყვანი ენერგეტიკული კომპანიებიდან მოწვეული სტუმრებიც დაესწრნენ.

შეხვედრა ესკოში ჩატარდა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით.