ესკო - სისხლის უანგარო დონორი

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის თანამშრომლებმა 2018 წლის 18 აპრილს საქართველოს სისხლის ბანკის სისხლის დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობისთვის უანგარო დონაცია განახორციელეს. ერთი დონორის მიერ გაცემული სისხლი, მინიმუმ ერთი ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლეა. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს სისხლის ბანკის ინიციატივით, ესკოს ასეთი ტიპის  კეთილი ნების აქციის ჩატარების საშუალება მიეცა.