2016 წლის ოქტომბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2016 წლის ოქტომბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ    102 630 777  კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი  მიწოდების  11%   წარმოადგენს.    საბალანსო  ელექტროენერგიის  ღირებულებამ 11 287 634.5 ლარი  შეადგინა.

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

 

ოქტომბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 10.9982939 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.303 თეთრი/კვტ.სთ.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის  უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 69% იყო, თბოელექტროსადგურების - 15%, ხოლო იმპორტის – 16%.

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

- ჰიდროელექტროსადგური          

- თბოელექტროსადგური               

- იმპორტი                                        

 

2016 წლის ოქტომბრის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 94% და 3% შეადგენს. ამასთანავე, ოქტომბრის თვეში ტრანზიტის უზრუნველყოფის მიზნით, დანაკარგების შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 3% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

- გამანაწილებებლი ენერგოკომპანია                            

-პირდაპირი მომხმარებელი                                             

- სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)

 

ოქტომბრის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 15 667 058  ლარი, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოების მიერ ყოველ მოხმარებულ კილოვატსაათზე გადასახდელმა გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა 2.1150 თეთრი  შეადგინა.