ესკო სამუშაო შეხვედრებს მართავს საკუთარი ვებ-გვერდის განახლების მეორე ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი სამუშაო საპრეზენტაციო შეხვედრებს მართავს საკუთარი ვებ-გვერდის განახლების მეორე ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით. ესკოს საინფორმაციო პორტალს დაემატა ახალი ტექნიკური სერვისები, რაც მოიცავს სავაჭრო დოკუმენტაციის წარმოების ელექტრონულ ფორმატში გადატანას. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე სავაჭრო პროცესის ოპერატიულობისა და გამარტივების მიმართულებით. ჩატარებული რთული და შრომატევადი სამუშაოს შედეგად შეიქმნა   საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის სპეციფიკას მორგებული  ახალი ტექნიკური პროგრამა, რომლის გამოყენებაც სატესტო რეჟიმში უკვე დაიწყო.  14 ივნისს ესკომ ჩაატარა ორი მორიგი საპრეზენტაციო შეხვედრა კვალიფიციურ საწარმოებთან. ესკოს მიერ შემოთავაზებული ეს მოქნილი სერვისი უახლოეს მომავალში ბაზრის მონაწილეთა შორის ურთიერთობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდება.