17/03/2016

2016 წლის 16 მარტიდან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ შპს „მედგრუპ ჯორჯია“ დაარეგისტრირა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ (კვალიფიციურ საწარმოდ), ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის ნაწილში.

11/03/2016

2016 წლის თებერვლის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ   151 010 135.0 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი  მიწოდების  17%   წარმოადგენს.    საბალანსო  ელექტროენერგიის  ღირებულებამ 20 553 072.5 ლარი  შეადგინა.

09/03/2016

2016 წლის 9 მარტს ესკო-ში გაიმართა შეხვედრა ბაზრის ოპერატორისა და USAID–ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის (HICD) წარმომადგენლებს შორის. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე და დაიგეგმა განსახორციელებელი ღონისძიებები.

25/02/2016

2016 წლის 24 თებერვლიდან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „თელასი“, როგორც ექსპორტიორი.

15/02/2016

იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე  13.4281142 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი  11.303  თეთრი/კვტ.სთ.

08/02/2016

2016 წლის 3 თებერვლიდან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“, როგორც წარმოების ლიცენზიატი.

28/01/2016

სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ, 2016 წლის 28 იანვარს გამოცხადდა კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვისგამარტივებული ელექტრონული ტენდერი (SPA 160003130).

22/01/2016

2016 წლის 1 იანვრიდან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაცია გაუუქმა შპს „რუსთავის წყალს“, როგორც პირდაპირ მომხმარებელს.

14/01/2016

2015 წლის დეკემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ  176 076 272.5 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი  მიწოდების  17%   წარმოადგენს.    საბალანსო  ელექტროენერგიის  ღირებულებამ   23 124 458 ლარი  შეადგინა.

11/01/2016

 2015 წლის 30 დეკემბრიდან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჰიდრო ჯორჯია“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.