16/01/2024

2023 წლის დეკემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 304 174 189 კვტ.სთ შეადგინა,რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 27% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 44 578 526 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

დეკემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14,6555913 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12,017 თეთრი.

09/01/2024

2024 წლის 9 იანვრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „სინერჯი ტრეიდერი“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.

31/12/2023

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი გილოცავთ შობა - ახალ წელს. ენერგიას, მხნეობას,მშვიდობას და წარმატებას გისურვებთ ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ესკოს გენერალური დირექტორი  კახაბერ ქებურია

29/12/2023

2023 წლის 21 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს “მესტიაჭალა ენერჯი“ (მესტიაჭალა 1 ჰესის ნაწილში), როგორც წარმოების ლიცენზიატი.

29/12/2023

2023 წლის 20 დეკემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „მესტიაჭალა ენერჯის“, მესტიაჭალა 1 ჰესის ნაწილში, როგორც  ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

28/12/2023

ვინაიდან 2023 წლის 19 დეკემბერს განხორციელდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს “რუსთავის წყალის“ შერწყმა და შედეგად, შპს „რუსთავის წყალი“, როგორც იურიდიული პირი აღარ არსებობს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „რუსთავის წყალს“, როგორც პირდაპირ მომხმარებელს და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

21/12/2023

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა კახაბერ ქებურიამ, საქართველოდან საჯარო სექტორის წარმომადგენლობითი ვიზიტის ფარგლებში, ავსტრალიაში, ქ.სიდნეიში ესპანეთის საპროექტო კონსორციუმის „Mercados Aries International SA“-სა და გერმანული ენერგეტიკული კომპანიის „INTEGRATION Umwelt und Energie GmbH“-ის მიერ ორგანიზებულ პროექტში „Preparing Energy Securiti and Hydrogen Sector Development Program” მიიღო მონაწილეობა.

18/12/2023

2023 წლის 18 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „მაქსენერჯი“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.

14/12/2023

2023 წლის ნოემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 228 582 275 კვტ.სთ შეადგინა,რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 22% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 34 130 915 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14,9315671 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11,733 თეთრი.