13/12/2023

2023 წლის 9 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „პარვუსი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ტოლოში ჰესის ნაწილში.

13/12/2023

2023 წლის 8 დეკემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „პარვუსს“, ტოლოში ჰესის ნაწილში, როგორც  ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

13/12/2023

2024 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ელექტროენერგიის ტრეიდერს”, როგორც იმპორტიორს, ექსპორტიორს და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელს  და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად, იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

12/12/2023

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორის მოადგილე-ალექსანდრე პაპიაშვილი, საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან- თამარ წურწუმიასა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან- ანა ტომარაძესთან ერთად , შავ ზღვაში დაგეგმილი წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების განხილვის მიზნით, გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის სამინისტროს მიერ შექმნილ ორგანიზაცია - German Economic Team (GET) -ს შეხვდა.

06/12/2023

ესკომ შეხვედრა გამართა ცნობილი თურქული სავაჭრო კომპანიის - “Axpo Turkey Enerji A.Ş.” წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო სტუმართათვის, საქართველოში ენერგოპროდუქტებით ვაჭრობის სფეროში ბიზნესშესაძლებლობებისა და პერსპექტივების განხილვა...

 

06/12/2023

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, შპს „მესტიაჭალა ენერჯი“, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებულია (მესტიაჭალა 1 ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში 2023 წლის 4 დეკემბრიდან 60 კალენდარული დღის ოდენობით.

05/12/2023

2023 წლის 1 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „უდაბნო“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.

01/12/2023

2023 წლის 27 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს “პარვუსი“ (ტოლოში ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

21/11/2023

ესკოს გენერალურმა დირექტორმა, კახაბერ ქებურიამ და გენერალური დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე პაპიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - „ინვესტიციების მხარდაჭერა განახლებადი ენერგიებისთვის“. ღონისძიება 16 ნოემბერს, სლოვენიაში, ქალაქ ლიუბლიანაში გაიმართა.

15/11/2023

2023 წლის ოქტომბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 264 729 584 კვტ.სთ შეადგინა,რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 26% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 39 715 783 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

ოქტომბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15,0023972 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11,733 თეთრი.