31/07/2018

2018 წლის 28 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „კასლეთი 2“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.

31/07/2018

2018 წლის 27 ივლისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „კასლეთი 2“-ს, როგორც  ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

25/07/2018

2018 წლის  24 ივლისს  გამოცხადდა  საბეჭდი  მოწყობილობების (კარტრიჯები, ტონერები) შესყიდვის  ელექტრონული  ტენდერი  (NAT180011401), რომლის გამოცხადებული   ღირებულება  შეადგენს  დღგ-ს გარეშე  3 000 ლარს  და  სატენდერო  წინადადებების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება      2018 წლის  01 აგვისტოს 13:30 სთ.

20/07/2018

„ესკო“-ში, ენერგეტიკული გაერთიანების“ ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ახალი ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელთან დაკავშირებით ორ დღიანი სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, „ენერგეტიკული გაერთიანების“, „ევროპული ენერგეტიკული ვაჭრობის/ბირჟების ასოციაციის“ (EUROPEX), სლოვენიის ბაზრის ოპერატორისა (BORZEN) და ვაჭრობის (Power Exchange)-ის წარმომადგენლებმა, რომლებიც შეისწავლიან არსებულ სიტუაციას და შეიმუშავებენ სარეკომენდაციო დოკუმენტს საქართველოსთვის, ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და ჩვენი ბაზრის თავისებურების გათვალისწინებით.

20/07/2018

საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბაზრისა და ელექტროენერგიით ვაჭრობის არსებული მოდელის მოდერნიზებისა და რეფორმირების ფარგლებში, ესკოს წარმომადგენლობა USAID-ის მიერ ორგანიზებული სამუშაო ვიზიტით, G4G-ის, საქართველოს საბაჟოსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დელეგაციასთან ერთად სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ესტუმრა. სამუშაო ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს დელეგაციისთვის ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის საბაჟო პროცედურებისა და ელექტროენერგიის განბაჟების სერბული მოდელის გაცნობა.

19/07/2018

2018 წლის 17 ივლისის 12:00 საათზე, ესკოს ოფისში მოხდა ესკოს მიერ გამოცხადებული ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელების შესახებ ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით  წარმოდგენილი დოკუმენტაციის გაცნობა.

იმპორტის განხორციელების სურვილი გამოხატა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინა ორმა კომპანიამ - „Elgreen Holdings Incorporated“-მა და „Интер Рао ЕЭС“-მა.

საუკეთესო წინადადება წარმოადგინა და გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „Интер Рао ЕЭС“.

17/07/2018

2018 წლის 13 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ქუთაისი ინვესტმენტს“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.

17/07/2018

2018 წლის 12 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „კასლეთი 2“ („კასლეთი 2“ ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

13/07/2018

2018 წლის ივნისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ  46 784 986.5 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 4% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 5 939 770 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


ივნისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 12.6958890 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.818 თეთრი/კვტ.სთ.

10/07/2018

სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ აცხადებს შემოთავაზებების მიღებას ელექტროენერგიის იმპორტის თაობაზე, 2018 წლის აგვისტოს პერიოდისათვის, იმპორტის საორიენტაციო მოცულობა - 81 მლნ კვტ.სთ.

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 16 ივლისის, 17:00 სთ (თბილისის დროით).

წარმოდგენილი შემოთავაზებების განხილვა ჩატარდება 2018 წლის 17 ივლისს, 12:00 საათზე (თბილისის დროით), სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“-ს  ოფისში: საქართველო, ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. №2, მე-5 სართული, ოთახი №16.