ესკო საერთაშორისო გამოფენაზე “ ASTANA EXPO – 2017”

ესკოს წარმომადგენლობითი დელეგაცია 15-16-17 აგვისტოს  საერთაშორისო სპეციალიზირებულ გამოფენას „ASTANA EXPO - 2017“ -ს სტუმრობს.

საქართველოს ენერგეტიკული კომპანიები  „ASTANA EXPO - 2017“-ში , 2016 წლის 7 ოქტომბერს შექმნილი სამთავრობო კომისიის, საქართველოს სექციის  კომისრის, ენერგეტიკის მინისტრის   ბ-ნ ილია ელოშვილის ხელმძღვანელობითა და ორგანიზებით მონაწილეობენ.

„EXPO“ მასშტაბური გამოფენაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. წელს მისი მასპინძელია ასტანა-ყაზახეთი. გამოფენაში მონაწილეობას იღებს 115 ქვეყანა და 22 საერთაშორისო ორგანიზაცია.

„ASTANA EXPO - 2017“ -ის სლოგანი „მომავლის ენერგია“ მიზნად ისახავს გააერთიანოს მსოფლიო ენერგეტიკული კომპანიები და  თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად გეზი ენერგიის რაციონალურად და ეფექტურად გამოყენებისკენ მიმართოს.