ესკოსა და შპს „სიპაუერს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა

ესკოსა და შპს „სიპაუერს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ამბოკაძემ და  და შპს „სიპაუერ“-ის დირექტორმა გივი ჭაჭიამ ხელი მოაწერეს ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას.

შპს „სიპაუერი“ უზრუნველყოფს ქალაქ გარდაბანში 150-300 (+/- 10% ) მგვტ სიმძლავრის ნახშირის თბოსადგურის მშენებლობასა და ექსპლუატაციას, რაც მოიცავს „ნახშირის თბოსადგურის“ მიერ ელექტროენერგიის წარმოებისათვის,( მათ შორის ყოველ საათობრივად 150 მგვტ სიმძლავრით დატვირთვით მუშაობისას) მუდმივად საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ქვანახშირის  გამოყენების პირობას.

 მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით,  ბაზრის ოპერატორი ვალდებულია გააფორმოს პირდაპირი ხელშეკრულება  ახლად აშენებული ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ, საქართველოს მთავრობას, ბაზრის ოპერატორსა  და შესაბამის პირს შორის შეთანხმებული პირობებით.