ინფორმაცია პირდაპირი ხელშეკრულებების სტანდარტული  პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით

გაცნობებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარეგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 ივლისის N61/16, N61/17, N61/18, N61/19 გადაწყვეტილებებით ცვლილებები შევიდა საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებში, საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებში, გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობებსა და გარანტირებული სიმძლავრის ყიდვის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობებში.

შესაბამისი ცვლილებები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულებზე:

  1. საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ცვლილება N2;
  2. საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ცვლილება N1;
  3. გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ცვლილება N2;
  4. გარანტირებული სიმძლავრის ყიდვის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ცვლილება N1.