15/04/2024

2024 წლის მარტის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 396 611 747.4 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 33% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 61 919 776 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

მარტში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.6121892 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 18.643 თეთრი.

12/04/2024

შეიცვალა სს „ელექტროენერგეტიკული სისტემისა კომერციული ოპერატორისა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული სახელშეკრულებო განაცხადის ახალი ფორმა...

 

05/04/2024

2024 წლის 3 აპრილიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „არ ემ ჯი გოლდი“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.

05/04/2024

2024 წლის 26 მარტს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილებები, რომლებიც ეხება ელექტროენერგიის პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის წესს და პროცედურას.

05/04/2024

2024 წლის 3 აპრილიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „არ ემ ჯი აურამაინ“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.

04/04/2024

2024 წლის 4 აპრილიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „კასლეთი 2“, როგორც ექსპორტიორი.

03/04/2024

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია სამუშაო ვიზიტით ჩინეთში, ქალაქებში შანხაისა და შენჟენში იმყოფებოდა. ვიზიტი განხორციელდა მსოფლიო ბაზარზე ერთ - ერთი უმსხვილესი ტექნიკური კომპანიის,”Huawei Technologies Co.,Ltd"-ს ორგანიზებით.

29/03/2024

2024 წლის 28 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ქსმ ექსპორტ-იმპორტი“, როგორც ექსპორტიორი.

29/03/2024

2024 წლის 28 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ქსმ ექსპორტ-იმპორტი“, როგორც იმპორტიორი.

29/03/2024

2024 წლის 28 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ქსმ ექსპორტ-იმპორტი“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.