18/03/2022

2022 წლის 18 მარტს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტ“, როგორც ექსპორტიორი.

15/03/2022

2022 წლის თებერვლის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 370 535 989.3 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 30% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 72 991 197.1 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

თებერვალში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 19,6988145 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 4.653 თეთრი.

07/03/2022

07.03.2022წ. გამოცხადდა NAT220004533 ელექტრონული ტენდერი ესკოს მიერ, სატრენინგო მომსახურეობის შესყიდვაზე, რომელიც მოიცავს ელექტრომეურნეობის სფეროში უსაფრთხოების ტექნიკის, ტექნიკური ექსპლუატაციის, სახანძრო   და   პირველადი   სამედიცინო   დახმარების   წესების ცოდნის   შემოწმება   სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014  სტანდარტის მოთხოვნების  შესაბამისად. შესყიდვის  სავარაუდო ღირებულებაა 1 000.00 ლარი. წინადადებების მიღება მთავრდება  15.03.2022წ.  12:00 საათზე.

02/03/2022

2022 წლის 24  თებერვლიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ბერალი ჰესი“ (ბერალი ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

17/02/2022

ესკოს მიერ,  15.02.2022წ. გამოცხადდა NAT220003139 ელექტრონული ტენდერი, კომპიუტერული მოწყობილობების  (CPV3020000) შესყიდვის მიზნით. შესყიდვის  სავარაუდო ღირებულებაა 14 323.0 ლარი. წინადადებების მიღება მთავრდება  23.02.2022წ.  13:30 საათზე.

15/02/2022

ესკოში  გენერალური დირექტორის დავით თვალაბეიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს რეგულარული შეხვედრები ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალ მოდელის ამოქმედების პირობებში ესკოს, როგორც საბითუმო საჯარო მიმწოდებლის საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ფუნქციის  განხორციელებასთან დაკავშირებული  დოკუმენტების/წესების პროექტების განხილვისა და სრულყოფის მიზნით.

14/02/2022

2022 წლის იანვრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 413 263 138.1 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 29% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 75 958 661.6 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 18.3802170 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 4.653 თეთრი.

14/02/2022

2022 წლის 8 თებერვლიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „საქართველო სათბურის კორპორაცია“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.

12/02/2022

ესკოს მიერ,  09.02.2022წ. გამოცხადდა NAT220002746 ელექტრონული ტენდერი, კოპანიის სარგებლობაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების (საოპერაციო სისტემები-CPV48620000) მოქმედების ვადის ერთი წლის განახლებისათვის. შესყიდვის  სავარაუდო ღირებულებაა 10 620.0 ლარი. წინადადებების მიღება მთავრდება  17.02.2022წ.  12:00 საათზე.

20/01/2022

2022 წლის 12 იანვარს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „მცირე ენერჯი“-ის, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს (ინწობა ჰესის და აჭი ჰესის ნაწილში) და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.