10/07/2018

სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ აცხადებს შემოთავაზებების მიღებას ელექტროენერგიის იმპორტის თაობაზე, 2018 წლის აგვისტოს პერიოდისათვის, იმპორტის საორიენტაციო მოცულობა - 81 მლნ კვტ.სთ.

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 16 ივლისის, 17:00 სთ (თბილისის დროით).

წარმოდგენილი შემოთავაზებების განხილვა ჩატარდება 2018 წლის 17 ივლისს, 12:00 საათზე (თბილისის დროით), სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“-ს  ოფისში: საქართველო, ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. №2, მე-5 სართული, ოთახი №16.

10/07/2018

2018 წლის 06 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აჭარ ენერჯი-2007“ (კირნათი ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

26/06/2018

2018 წლის  25 ივნისს  ესკოს მიერ  გამოცხადდა  ინტერნეტისა და ინტრანეტისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების  ელექტრონული ტენდერი (SPA 180005778), რომლის სავარაუდო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენს  20 000 ლარს. სატენდერო  წინადადების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2018 წლის  04 ივლისს 13:00 საათზე.

15/06/2018

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი სამუშაო საპრეზენტაციო შეხვედრებს მართავს საკუთარი ვებ-გვერდის განახლების მეორე ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით. ესკოს საინფორმაციო პორტალს დაემატა ახალი ტექნიკური სერვისები, რაც მოიცავს სავაჭრო დოკუმენტაციის წარმოების ელექტრონულ ფორმატში გადატანას. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე სავაჭრო პროცესის ოპერატიულობისა და გამარტივების მიმართულებით.

14/06/2018

2018 წლის მაისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 87 225 285.3 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 7% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 11 569 730.3 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.2641931 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.818 თეთრი/კვტ.სთ.

06/06/2018

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორში განახლებული ვებ-გვერდის ახალი ტექნიკური სერვისების საპრეზენტაციო რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა. ესკოს სტუმრები იყვნენ   სს „თელასი“-ს, შპს „ჯეო სერვერსი“-ს, შპს „ბი ეფ დი სი ჯორჯია“-ს, შპს „საქართველო-ურბან ენერჯი“-ს, შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ის, შპს „აღმოსვლეთის ენერგოკორპორაცია“-ს წარმომადგენლები. 

04/06/2018

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ  სს „თელასი“-ს, შპს „ჯეო სერვერსი“-ს, შპს „ბი ეფ დი სი ჯორჯია“-ს, შპს „საქართველო-ურბან ენერჯი“-ს, შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ის, შპს „აღმოსვლეთის ენერგოკორპორაცია“-ს ხელმძღვანელი პირები. 

28/05/2018

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა სამუშაო შეხვედრა გამართა კვალიფიციურ საწარმოთა წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო სტუმართათვის ესკოს ვებ-გვერდის ახალი ფუნქციების, მათი მართვის სპეციფიკაციისა და ახალი ფუნქციებით ოპერირების ტექნიკური მახასიათებლების  გაცნობა. ასევე კვალიფიციურ საწარმოთა ჩართვა ესკოსთან ვებ-გვერდის ახალი ფუნქციების საშუალებით ურთიერთობის სატესტო რეჟიმში...

28/05/2018

2018 წლის 23 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ხეორიჰესი“,  როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.

28/05/2018

2018 წლის 22 მაისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ხეორიჰესს“, როგორც  ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.