15/11/2023

2023 წლის ოქტომბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 264 729 584 კვტ.სთ შეადგინა,რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 26% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 39 715 783 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

ოქტომბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15,0023972 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11,733 თეთრი.

10/11/2023

ესკოს გენერალურმა დირექტორმა, კახაბერ ქებურიამ მონაწილეობა მიიღო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ სხდომასა და სამუშაო შეხვედრაში, რომელიც USAID -ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა .

09/11/2023

საქართველოს ყოველ მოქალაქეს ვულოცავთ ევროპის გეზისკენ მიმართულ ამ უმნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც ჩვენი სამშობლოს ღირსეული წინსვლისა და განვითარების საწინდარია საერთაშორისო ასპარეზზე და მომავლის ცივილიზებულ, მშვიდობიან სამყაროში.
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია.

02/11/2023

2023 წლის 1 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს “ლომისი”, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.

02/11/2023

2023 წლის 26 ოქტომბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „თი ეფ ზი სერვისის“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.

26/10/2023

2023 წლის 26 ოქტომბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აიდი სინერჯი“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.

24/10/2023

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი სტუდენტთა სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ესკოში სტაჟირებას გაივლიან.

პროგრამის მიზანია, ხუთი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვაში არსებულ ენერგეტიკულ კომპანიებში გაიარონ ერთწლიანი ანაზღაურებადი სტაჟირება, შემდგომი დასაქმების უფლებით.

23/10/2023

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია, მოადგილეებთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დაარსების დღისადმი მიძღვნილ კონფერენცის დაესწრო.

კონფერენციაზე სიტყვით წარდგა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე.

23/10/2023

ესკოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე პაპიაშვილმა და საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ წურწუმიამ, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის წარმომადგენლების სტატუსით, მონაწილეობა მიიღეს ქ .ბრიუსელში გამართულ ევროპის ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციის (EUROPEX) გენერალური ასამბლეის შეხვედრაში.

 

16/10/2023

2023 წლის სექტემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 135 213 021 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 12% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 19 385 932 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

სექტემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14,3373269 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.668 თეთრი.