ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური საპროგნოზო ბალანსი

კვალიფიციური საწარმოების მიერ წარდგენილი, დადგენილი ფორმის განაცხადების საფუძველზე, ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ყოველწლიურად ადგენს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიურ საპროგნოზო ბალანსს, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კვალიფიციური საწარმოების განაცხადების მიხედვით, შესაძლებელია საპროგნოზო ბალანსის კორექტირება, რომელსაც ასევე ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

ენერგოსისტემის მუშაობის რეჟიმების დაგეგმვა და მიწოდება-მოხმარების გრაფიკის შედგენა ხდება საპროგნოზო ბალანსის საფუძველზე.