საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 15 ივლისს გამოსცა №193 დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრის წყაროებს, ამ წყაროების მიერ უზრუნველყოფილი მინიმალურ გარანტირებული სიმძლავრეების ოდენობასა და გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდებს.

თითოეული გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის გარანტირებული სიმძლავრის საფასური დადგენილია „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებით.