საერთო სარეგისტრაციო მოთხოვნები:

საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის ყველა მსურველისათვის (წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები, იმპორტიორები და ექსპორტიორები, მცირე სიმძლავრის ელ. სადგურები):

  • დადგენილი ფორმით შევსებული განაცხადი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის სახელზე, ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტაციის თაობაზე.
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ.
  • ელექტრულ ქსელთან მიერთების ტექნიკური დოკუმენტი, რომელიც გაცემულია იმ პირის მიერ, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც უერთდება მაძიებლის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელი (წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატებისათვის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისათვისა და პირდაპირი მომხმარებლებისათვის).
  • საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის მაძიებლის კუთვნილი აღრიცხვის კვანძების „ზედა დონის ესკაა სისტემაში“ ჩართვის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი.

 

დამატებითი მოთხოვნები:

წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატებისათვის:

  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გაცემული წარმოების/განაწილების ლიცენზიის დამოწმებული ასლი.

პირდაპირი მომხმარებლისათვის:

  • განაცხადის წარდგენის თარიღამდე გასული 12 თვის განმავლობაში სახელმწიფო პოლიტიკით განსაზღვრული რაოდენობის ელექტროენერგიის მოხმარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო თუ მაძიებელი განაცხადის წარდგენის თარიღამდე გასული 12 თვის განმავლობაში არ მოიხმარდა სახელმწიფო პოლიტიკით დადგენილი რაოდენობის ელექტროენერგიას – მიწოდების პუნქტებში სახელმწიფო პოლიტიკით დადგენილი რაოდენობის შესატყვისი სიმძლავრის ელექტრული ქსელის არსებობისა და მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

მცირე სიმძლვარის ელექტროსადგურისათვის:

  • უძრავ ნივთზე (ელექტროსადგურზე) მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე საკადასტრო მონაცემები) და საპროექტო სიმძლავრის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ელექტროსადგურის საცდელი გაშვებისთვის:

  • დისპეჩერიზაციის ლიცენზიატის წერილობითი თანხმობა ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის შესახებ.
  • უძრავ ნივთზე (ელექტროსადგურზე) მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო მონაცემები და საპროექტო სიმძლავრის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში).

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი უფლებამოსილია, ზემოთ მითითებული მონაცემების დაზუსტების მიზნით, მაძიებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ზემოთ ჩამოთვლილ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, მაძიებელი ვალდებულია ცვლილებებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განაცხადი, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.
 

რეგისტრაციის (რეგისტრაციაზე უარის) ვადები

  • ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობას „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს (გარდა საბითუმო ვაჭრობაში იმპორტიორად ან ექსპორტიორად რეგისტრაციის მაძიებლისა) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით.
  • იმპორტიორად ან ექსპორტიორად რეგისტრაციის მაძიებლის შემთხვევაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობას „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას სისტემის კომერციულ ოპერატორს მაძიებელი შეჰყავს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში განაცხადის შემოტანიდან არაუგვიანეს 12 სამუშაო დღისა.
  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი, მაძიებელი და პირი, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც უერთდება მაძიებელი, მომდევნო 5 სამუშაო დღის განმავლობაში ამოწმებენ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელ აღრიცხვის კვანძებს, მათ შორის, გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე არსებული აღრიცხვის კვანძებს და ადგენენ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტს , რომლის ფორმასაც ერთობლივად ამტკიცებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იმპორტიორის, ექსპორტიორის, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტების საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციაზე.
  • იმ შემთხვევაში, თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით დადასტურდა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის გამართულობა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს მაძიებელი შეჰყავს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში, აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტის შედგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
  • იმ შემთხვევაში, თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით არ დადასტურდა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის გამართულობა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით, აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტის შედგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
  • ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში ჩანაწერის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში აცნობოს ამის შესახებ შესაბამის კვალიფიციურ საწარმოს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, იმ კვალიფიციურ საწარმოს ან გადაცემის ლიცენზიატს, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელზეც არის მიერთებული საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანილი პირის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელი.

ელექტროსადგურის მფლობელი პირის, ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების სპეციალური წესი:

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობას “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე, შესაბამისი მიზეზის მითითებით.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, მაძიებელი და პირი, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც უერთდება მაძიებელი, მომდევნო 5 სამუშაო დღის განმავლობაში ამოწმებენ იმ მიღება/მიწოდების პუნქტებში არსებულ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელ აღრიცხვის კვანძებს, საიდანაც მაძიებელმა უნდა განახორციელოს ელექტროენერგიის მიწოდება/მიღება  და ადგენენ  საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტს.

იმ შემთხვევაში, თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით დასტურდება მიღება/მიწოდების პუნქტებში არსებული საანგარიშსწორებო მრიცხველების  გამართულობა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს მაძიებელი შეჰყავს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში, აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტის შედგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

იმ შემთხვევაში, თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით არ დასტურდება მიღება/მიწოდების პუნქტებში არსებული საანგარიშსწორებო მრიცხველების  გამართულობა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს  საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით, აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტის შედგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

 

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში ჩანაწერის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში აცნობოს ამის შესახებ შესაბამის კვალიფიციურ საწარმოს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, იმ კვალიფიციურ საწარმოს ან გადაცემის ლიცენზიატს, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელზეც არის მიერთებული საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანილი პირის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელი.

საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებულ პირს  ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით(საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის ნაწილში)რეგისტრაცია გაუუქმდება რეგისტრაციიდან 90 კალენდარული დღის გასვლის ან პირის იმავე ელექტროსადგურის ნაწილში წარმოების ლიცენზიატად ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურად – კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაციის შემთხვევაში, ამ გარემოებებიდან რომელიმეს დადგომის დღიდან.