ლარის ოფიციალური კურსი

21.04.2019→22.04.2019 ცვლილება
USD 2.6939 2.6935 -0.0004
EUR 3.0323 3.0291 -0.0032
TRY 0.4623 0.4646 0.0023
RUB 0.0421 0.0421 0.0000
AZN 1.5846 1.5843 -0.0003
AMD 0.0056 0.0056 0.0000

მოგესალმებით ესკოს განახლებულ ვებ-გვერდზე

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებ-გვერდი ტექნიკურად და შინაარსობრივად ამ სფეროს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი,მაქსიმალურად შესაძლო სრულყოფილი პროდუქტია. მარტივი დიზაინი, ბმულების საშუალებით მოსახერხებელი გადასვლა და შინაარსობრივად დატვირთული საინფორმაციო ბლოკები გვერდის სტუმრებს მაქსიმალურად დაგეხმარებათ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის სწრაფად და იოლად მოძიებაში. ვებ-გვერდზე გასული წლების მონაცემთა ბაზის არსებობა სტატისტიკის დანახვისა და ანალიზის კარგი საშუალებაა. მიმდინარე საანგარიშო პერიოდის ოპერატიული მონაცემები, მიუხედავად მათი საპროგნოზო ხასიათისა, დაინტერესებულ პირებს კარგ სამსახურს უწევს საქმიანობის დაგეგმვისას. საინტერესო და ინფორმატიულია ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტისა და ტრანზიტის საინფორმაციო ბლოკები. ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებულ მონაცემთა განახლების პროცესი მაქსიმალურად ოპერატიულია. პარალელურ რეჟიმში ხდება გვერდის ინგლისური ვერსიის განახლებაც.

2019 წლის მარტის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2019 წლის მარტის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ  287 025 782.7 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 25% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 38 624 787.5 ლარი შეადგინა.

 

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


მარტში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.4569052 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 10.614 თეთრი.

ვრცლად

საინფორმაციო

18/04/2019

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის N144 დადგენილებით „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №18 დადგენილებაში. აღნიშნული ცვლილების თანახმად, განისაზღვრა სავალდებულო კრიტერიუმები ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისათვის. დადგენილების თანახმად, მსხვილი მომხმარებლები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ სავალდებულო კრიტერიუმებს, არაუგვიანეს 2019 წლის 01 მაისისა უნდა დარეგისტრირდნენ ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად...


ვრცლად
18/04/2019

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის N144 დადგენილების თანახმად, მსხვილი მომხმარებლები, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ სავალდებულო კრიტერიუმებს, არაუგვიანეს 2019 წლის 01 მაისისა უნდა დარეგისტრირდნენ ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად.


ვრცლად
18/04/2019

ესკოს გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ამბოკაძემ 12 აპრილს მონაწილეობა მიიღო სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „USAID ენერგეტიკის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციაში , რომლის ძირითადი თემა იყო „კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება ენერგეტიკული ბაზრის გახსნის პირობებში“.


ვრცლად
16/04/2019

2019 წლის 15 აპრილს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.


ვრცლად
ყველა სიახლე

საბ/ელექტროენერგიის ფასი (ოპერატიული)

01-18/04/2019

გარანტირებული სიმძლავრე (ოპერატიული)

01-18/04/2019

ყოველდღიური ბალანსი

01-18/04/2019

ტრანსსასაზღვრო გადადინებები (მიმდინარე)

ფაქტიური შემოდინება
ფაქტიური გადინება
18/04/2019