ესკო აცხადებს ინტერესთა გამოკითხვას ელექტროენერგიის იმპორტის თაობაზე

სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ელექტროენერგიის იმპორტის თაობაზე, 2021 წლის 1-30 ნოემბრის პერიოდისათვის. იმპორტის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 141 მლნ კვტ.სთ-ს. იმპორტის წარმოდგენილი გრაფიკები უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

საქართველოს მეზობელი ქვეყნ(ებ)იდან იმპორტის მაქსიმალური სიმძლავრე შეადგენს 350 მგვტ-ს, მინიმალური სიმძლავრე არის 100 მგვტ. კერძოდ, დილის მინიმუმის დროს მაქსიმალური სიმძლავრე უნდა იყოს:

  • 00:00-01:00 სთ - 200 მგვტ;
  • 01:00-07:00 სთ - 100 მგვტ;
  • 07:00-08:00 სთ - 200 მგვტ;
  • 08:00-09:00 სთ - 300 მგვტ;

დანარჩენ პერიოდზე 350 მგვტ.

შემოთავაზების წარმოდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს (არარეზიდენტ იურიდიულ პირს ან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე იმპორტიორ კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრირებულ რეზიდენტ იურიდიულ პირს).

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 22 ოქტომბრის 12:00 სთ (თბილისის დროით).

წარმოდგენილი შემოთავაზებების განხილვა ჩატარდება 2021 წლის 22 ოქტომბრის 15:00 საათზე (თბილისის დროით). COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების წარმომადგენლები შემოთავაზებების განხილვას დაესწრებიან ონლაინ, აპლიკაცია ZOOM-ის მეშვეობით, შესაბამისი ბმული გაიგზავნება გამოხატვაში მონაწილე პირის მიერ დოკუმენტაციასთან წარმოდგენილ წერილში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

შემოთავაზების წარსადგენად უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა MS Excel ან PDF ფორმატში.

შემოთავაზებების წარდგენისა და განხილვის წესები და პირობები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.