ელექტროენერგიის იმპორტის შესახებ წარმოდგენილი წინადადებების განხილვა.

2018 წლის 17 ივლისის 12:00 საათზე, ესკოს ოფისში, აპლიკანტი კომპანიების უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით, მოხდა ესკოს მიერ 2018 წლის 10 ივლისს გამოცხადებული, 2018 წლის აგვისტოს თვეში საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელების შესახებ ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით, დაინტერესებული კომპანიების მიერ  წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან გაცნობა.   

იმპორტის განხორციელების სურვილი გამოხატა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინა ორმა კომპანიამ - „Elgreen Holdings Incorporated“-მა და „Интер Рао ЕЭС“-მა.

საუკეთესო წინადადება წარმოადგინა და გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „Интер Рао ЕЭС“.