ესკო აცხადებს ინტერესთა გამოკითხვას თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის თაობაზე

სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის თაობაზე, 2020 წლის ნოემბრის პერიოდისათვის. იმპორტის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 120.35 მლნ კვტ.სთ-ს. იმპორტის წარმოდგენილი გრაფიკები უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ტექნიკურად მინიმალური სიმძლავრე - 35 მგვტ;

რეჟიმულად მაქსიმალური სიმძლავრე ღამის მინიმუმის დროს (თბილისის დროით 02:00-დან 08:00-მდე):

 სამუშაო დღეებში -  200 მგვტ;

დასვენების დღეებში - 150 მგვტ;

დღე-ღამის დანარჩენ საათებში გადადინება არ უნდა აღემატებოდეს 250 მგვტ-ს.

შემოთავაზების წარმოდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს (არარეზიდენტ იურიდიულ პირს ან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე იმპორტიორ კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრირებულ რეზიდენტ იურიდიულ პირს).

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 12 ოქტომბერი, 17:00 სთ (თბილისის დროით). 

წარმოდგენილი შემოთავაზებების განხილვა ჩატარდება 2020 წლის 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე (თბილისის დროით), სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“-ს  ოფისში: საქართველო, ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. №2, მე-5 სართული, საკონფერენციო დარბაზი.

COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე არარეზიდენტი პირების წარმომადგენლები და სურვილის შემთხვევაში, რეზიდენტი იურიდიული პირების წარმომადგენლები, შემოთავაზებების განხილვას დაესწრებიან ონლაინ, აპლიკაცია ZOOM-ის მეშვეობით, შესაბამისი ბმული გაიგზავნება გამოხატვაში მონაწილე პირის მიერ დოკუმენტაციასთან წარმოდგენილ წერილში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

შემოთავაზების წარსადგენად უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა MS Excel ან PDF ფორმატში.

შემოთავაზებების წარდგენისა და განხილვის წესები და პირობები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.