ესკოს სემინარი ბორჯომში

6-8 ოქტომბერს ესკომ ბორჯომში გასვლითი შეკრება-სემინარი ჩაატარა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 30 ივნისს შეტანილი ცვლილების თანახმად, 2018 წლის 1 მაისიდან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მკვეთრად გაიზრდება პირდაპირი მომხმარებელთა რიცხვი. ამ ცვლილებისა და ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, კონკრეტული წინადადებების შემუშავების მიზნით ბაზრის ოპერატორის შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებმა დისკუსიისათვის წარმოადგინეს პრეზენტაციები და მოსაზრებები საბითუმო ვაჭრობის ანგარიშსწორებისათვის საბაზისო მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, ფინანსური ურთიერთობისა და სხვა ანალოგიური თემების ირგვლივ არსებული მდგომარეობისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.