ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობა
“ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს მთავრობას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირს (ინვესტორი) შორის შეთანხმებისა და ელქტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ესკო განახორციელებს ახლადაშენებული ელქტროსადგურის (წარმოების ლიცენზიატი ან/და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური) მიერ წარმოებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სავალდებულო წესით შესყიდვას მოქმედი კანონმდებობის შესაბამისად.
აღნიშნული საკითხი რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2008 წლის 19 აპრილის N107 დადგენილებით "სახელმწიფო პროგრამა 'განახლებადი ენერგია 2008' საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე" და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს N214 დადგენილებით "საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ".