საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისათვის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან წარსადგენი დოკუმენტაცია:

წარმოების ლიცენზიატი:

  1. განაცხადი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ დადგენილი ფორმით;
  2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის დამოწმებული ასლი;
  4. ელექტრულ ქსელთან მიერთების ტექნიკური დოკუმენტი, რომელიც გაცემულია იმ პირის მიერ, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც უერთდება მაძიებლის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელი;
  5. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის მაძიებლის კუთვნილი აღრიცხვის კვანძ(ებ)ის „ზედა დონის ესკაა სისტემაში“ ჩართვის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი.

განაწილების ლიცენზიატი:

პირდაპირი მომხმარებელი:

  1. განაცხადი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ დადგენილი ფორმით;
  2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  3. ელექტრულ ქსელთან მიერთების ტექნიკური დოკუმენტი, რომელიც გაცემულია იმ პირის მიერ, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც უერთდება მაძიებლის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელი (გარდა ბაზრის წესების მე-3 მუხლის 71 პუნქტით გათვალიწინებული შემთხვევისა და საცალო მომხმარებლის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციისა);
  4. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის მაძიებლის კუთვნილი აღრიცხვის კვანძ(ებ)ის „ზედა დონის ესკაა სისტემაში“ ჩართვის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი.
  5. ელექტროდანადგარებისა და მოწყობილობების ქსელთან მიერთების არსებული აღწერილობა, საბალანსო გაყოფის წერტილების, აღრიცხვის კვანძებისა და პარამეტრების მითითებით, ასევე ქსელთან მიერთების ცალხაზოვანი სქემა (მხოლოდ საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის შემთხვევაში);
  6. საცალო მომხმარებლის სტატუსის არსებობის დამდასტურებელი დოკუმენტი, გაცემული განაწილების ლიცენზიატის მიერ (მხოლოდ საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის შემთხვევაში);
  7. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ექსპორტიორი და იმპორტიორი:

  1. განაცხადი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ დადგენილი ფორმით;
  2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური:

  1. განაცხადი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ დადგენილი ფორმით;
  2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  3. ელექტრულ ქსელთან მიერთების ტექნიკური დოკუმენტი, რომელიც გაცემულია იმ პირის მიერ, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც უერთდება მაძიებლის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელი;
  4. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის მაძიებლის კუთვნილი აღრიცხვის კვანძ(ებ)ის „ზედა დონის ესკაა სისტემაში“ ჩართვის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი;
  5. უძრავ ნივთზე (ელექტროსადგურზე) მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, საკადასტრო მონაცემები) და საპროექტო სიმძლავრის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ელექტროსადგურის საცდელი გაშვება ან და კომპლექსური გასინჯვა:

  1. განაცხადი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ დადგენილი ფორმით;
  2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  3. ელექტრულ ქსელთან მიერთების ტექნიკური დოკუმენტი, რომელიც გაცემულია იმ პირის მიერ, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც უერთდება მაძიებლის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელი;
  4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წერილობითი თანხმობა ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის შესახებ;
  5. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის მაძიებლის კუთვნილი აღრიცხვის კვანძ(ებ)ის „ზედა დონის ესკაა სისტემაში“ ჩართვის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი;
  6. უძრავ ნივთზე (ელექტროსადგურზე) მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო მონაცემები და საპროექტო სიმძლავრის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში).

საბითუმო მიმწოდებელი:

  1. განაცხადი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ დადგენილი ფორმით;
  2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

ელექტროსადგურის ან ელექტრომეურნეობის გასხვისების შემთხვევაში, ახალი მფლობელის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის შემთხვევაში გამოიყენება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მე-3 მუხლის 71-7პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი უფლებამოსილია, ზემოთ მითითებული მონაცემების დაზუსტების მიზნით, მაძიებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ზემოთჩამოთვლილ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, მაძიებელი ვალდებულია, ცვლილებების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განაცხადი, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.

რეგისტრაციის (რეგისტრაციაზე უარის) ვადები:

1. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობას „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მოთხოვნებთა შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს (გარდა საბითუმო ვაჭრობაში იმპორტიორად, ექსპორტიორად და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლად რეგისტრაციის მაძიებლისა) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით.

2. იმპორტიორად, ექსპორტიორად ან ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლად რეგისტრაციის მაძიებლის შემთხვევაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობას „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს მაძიებელი შეჰყავს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში განაცხადის შემოტანიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

3. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, მაძიებელი და პირი, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც უერთდება მაძიებელი, მომდევნო 5 სამუშაო დღის განმავლობაში ამოწმებენ იმ მიღება/მიწოდების პუნქტებში არსებულ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელ აღრიცხვის კვანძებს, საიდანაც მაძიებელმა უნდა განახორციელოს ელექტროენერგიის მიწოდება/მიღება და ადგენენ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტს, რომლის ფორმასაც ერთობლივად ამტკიცებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. 

აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იმპორტიორის, ექსპორტიორის, საბითუმო მიმწოდებლის, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატების საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციაზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით დადასტურდა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის გამართულობა, ელექტროენერგეტიკული კომერციულ ოპერატორს მაძიებელი შეჰყავს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში, აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტის შედგენიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციაზე.

საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის შემთხვევაში გამოიყენება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ 42 მუხლით დადგენილი წესი.

5. იმ შემთხვევაში, თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით არ დადასტურდა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის გამართულობა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით, აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტის შედგენიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციაზე.

საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის შემთხვევაში გამოიყენება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ 42 მუხლით დადგენილი წესი.

 6. ელექტროსადგურის მფლობელი პირის, ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციასთან და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით გამოიყენება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ 41 მუხლით დადგენილი წესი.