ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობა
საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვა (ვაჭრობა) ხორციელდება პირდაპირი ხელშეკრულებებით ან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მეშვეობით (საბალანსო ელექტროენერგია).
საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა ექსკლუზიურად ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მეშვეობით ხდება. საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა შესაძლებელია როგორც პირდაპირი ხელშეკრულებებით, ისე პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით.
საბალანსო ელექტროენერგია წარმოადგენს კვალიფიციური საწარმოების მიერ შესყიდულ ან/და გაყიდულ ელექტროენერგიას (სიმძლავრე), რომლითაც ხდება მყიდველთა და გამყიდველთა ფაქტობრივი საჭიროების დაკმაყოფილება, მათ შორის, პირდაპირი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის სახელშეკრულებო მოცულობების დაბალანსება.
კვალიფიციურ საწარმოს, რომელსაც არ აქვს გაფორმებული და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ, ავტომატურად მიერთებულად ითვლება საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან.
საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, ბაზრის ოპერატორის წინადადების საფუძველზე, ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.
საბალანსო ელექტროენერგიის წილი მთლიან მიწოდება-მოხმარებაში წლიურად საშუალოდ 10-15%-ს შეადგენს.