აღრიცხვის მონიტორინგი
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის აღრიცხვის კონტროლის დეპარტამენტი სისტემატიურად ახორციელებს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე აღრიცხვის კვანძების მონიტორინგს (ინსპექტირებას), რომლის დროსაც გამოვლენილ ხარვეზებზე, სს „ესკოს“ მიერ ხორციელდება შესაბამისი რეაგირება.
საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციაზე ან კვალიფიციური საწარმოს რეგისტრაციაში ცვლილების წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, „ქსელის წესების“ 70-ე მუხლის საფუძველზე, კომისიური წესით ხორციელდება საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების ფაქტიური მდგომარეობის შემოწმება.
„ქსელი წესების“ 61-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, შექმნილია და სისტემატიურად ახლდება საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების მონაცემთა ერთიანი ბაზა.
ინფორმაცია საბითუმო ვაჭრობაში გამოყენებული აღრიცხვის კვანძების შესახებ