სახელმწიფო შესყიდვები - 2020 წელი (6 თვე)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 19 დეკემბრის #1-1/596 ბრძანებით დამტკიცებული 2020  წლის ბიზნეს-გეგმის მაჩვენებლების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვები (ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის გარდა) განხორციელებულია ,,სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ”  კანონის დებულებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულებების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტების საფუძველზე.

2020 წლისათვის განსაზღვრული გეგმის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში მოქმედებდა სულ 56 ხელშეკრულება, აქედან სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის ქვემდებარე - 54 ხელშეკრულება,  სახელშეკრულებო ღირებულებით 337.0 ათ. ლარი, მათ შორის: 

  • გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გაფორმებული - 35 ხელშეკრულება, ღირებულებით 47.0 ათ. ლარი;
  • ელექტრონული ტენდერის შედეგების მიხედვით გაფორმებული - 6 ხელშეკრულება, ღირებულებით 163.6 ათ. ლარი;
  • კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით გაფორმებული - 12 ხელშეკრულება, ღირებულებით 74.0 ათ. ლარი;
  • აუდიტორული მომსახურების შესყიდვისათვის, საპარტნიორო ფონდის ეგიდით გამოცხადებული, ერთობლივი ტენდერის შედეგებით გაფორმებული - 1 ხელშეკრულება, ღირებულებით 52.4 ათ. ლარი (16 370.14 $ კურსით 3.2 ლარი).

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ზემოაღნიშნული 6 (ექვსი) ელექტრონული ტენდერის მიხედვით,  შესყიდვის ობიექტის საწყისი სავარაუდო  ღირებულება ჯამში შეადგენდა 174.8 ათ. ლარს, ხოლო ტენდერის შედეგად დაფიქსირებულია საბოლოო სახელშეკრულებო ღირებულება ჯამში 163.6 ათ. ლარი, ანუ ტენდერის შედეგად მიღებულია ეკონომია 11.2 ათ. ლარის ოდენობით.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სამინისტროში, კანონმდებლობის შესაბამისად, სრულადაა წარდგენილი:

  • ბიზნეს-გეგმასთან დაკავშირებული ინფორმაციები/მონაცემები;
  • სახელმწიფო შესყიდვების პირველადი (საწყისი) და კორექტირებული გეგმები;
  • შესყიდვებისა და ბიზნეს-გეგმის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებული პერიოდული ინფორმაციები.
  • ხელშეკრულებების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტების შესრულების შესახებ ინფორმაციები.

კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, მოქმედი წესის შესაბამისად,  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილია შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

 

სახელმწიფო შესყიდვები - 2018 წელი

სს ,,ელექტროენეგრტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 2018  წლის ბიზნეს-გეგმა  დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 26 დეკემბრის #1-1/554  ბრძანებით. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვები (ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის გარდა) განხორციელებულია აღნიშნული ბიზნეს-გეგმის საფუძველზე, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის  ნორმათა გათვალისწინებით.

2018 წლისათვის განსაზღვრული გეგმის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში მოქმედებდა სულ 141 ხელშეკრულება, აქედან სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის ქვემდებარე - 138 ხელშეკრულება,  სახელშეკრულებო ღირებულებით 642.4 ათ. ლარი, მათ შორის:

  • გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გაფორმებული - 112, სახელშეკრულებო ღირებულებით 104.7 ათ. ლარი;
  • ელექტრონული ტენდერის შედეგების მიხედვით გაფორმებული - 14, სახელშეკრულებო  ღირებულებით  9 ათ. ლარი;
  • კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით გაფორმებული - 12, სახელშეკრულებო ღირებულებით 60.8 ათ. ლარი.

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ზემოაღნიშნული 14 ელექტრონული ტენდერის მიხედვით,  შესყიდვის ობიექტის საწყისი სავარაუდო  ღირებულება    დღგ-ს გათვალისწინებით  ჯამში შეადგენდა 487.1 ათ. ლარ, ხოლო ტენდერის შედეგად დაფიქსირდა საბოლოო სახელშეკრულებო ღირებულება ჯამში 476.8 ათ. ლარი, ანუ ტენდერის შედეგად მიღებულია ეკონომია 10.3 ათ. ლარის ოდენობით.

კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, მოქმედი წესის შესაბამისად,  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილია შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მაშვეობით.

 

სახელმწიფო  შესყიდვები - 2017 წელი

სს ,,ელექტროენეგრტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 2017  წლის ბიზნეს-გეგმა  დამტკიცებულია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2016 წლის 22 დეკემბრის #108  ბრძანებით. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვები (ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის გარდა) განხორციელებულია აღნიშნული ბიზნეს-გეგმის საფუძველზე, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის  ნორმათა გათვალისწინებით.

2017 წლისათვის განსაზღვრული გეგმის ფარგლებში, მოქმედებდა სულ 125 ხელშეკრულება, აქედან სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის ქვემდებარე - 123 ხელშეკრულება,  სახელშეკრულებო ღირებულებით 289.9 ათ. ლარი, მათ შორის:

  • გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გაფორმებული - 102, სახელშეკრულებო ღირებულებით  4  ათ. ლარი;
  • ელექტრონული ტენდერის შედეგების მიხედვით გაფორმებული - 9, სახელშეკრულებო  ღირებულებით  1 ათ. ლარი;
  • კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით გაფორმებული - 12, სახელშეკრულებო ღირებულებით 65.3 ათ. ლარი.

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ზემოაღნიშნული 9 ელექტრონული ტენდერის მიხედვით,  შესყიდვის ობიექტის საწყისი სავარაუდო  ღირებულება    დღგ-ს გათვალისწინებით  ჯამში შეადგენდა 145.5 ათ. ლარს, ხოლო ტენდერის შედეგად დაფიქსირდა საბოლოო სახელშეკრულებო ღირებულება ჯამში 137.2 ათ. ლარი, ანუ ტენდერის შედეგად მიღებულია ეკონომია 8.3 ათ. ლარის ოდენობით.

კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, მოქმედი წესის შესაბამისად,  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილია შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მაშვეობით.

 

სახელმწიფო შესყიდვები - 2016 წელი

2016  წლისათვის დამტკიცებული ბიზნეს-გეგმის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვები (ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის გარდა) განხორციელებულია ,,სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ”  კანონის დებულებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულებების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტების საფუძველზე.

საანგარიშო პერიოდში მოქმედებდა სულ  145 ხელშეკრულება, აქედან სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის ქვემდებარე - 140 ხელშეკრულება,  სახელშეკრულებო ღირებულებით 266.1 ათ. ლარი, მათ შორის:

  • გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გაფორმებული - 119, სახელშეკრულებო ღირებულებით 142.8 ათ. ლარი;
  • გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შედეგების მიხედვით გაფორმებული - 11, სახელშეკრულებო  ღირებულებით  4 ათ. ლარი;
  • კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით გაფორმებული - 10, სახელშეკრულებო ღირებულებით 53.9 ათ. ლარი.

ზემოაღნიშნული 11 (თერთმეტი) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მიხედვით,  შესყიდვის ობიექტის გამოცხადებულმა ჯამურმა ღირებულებამ    დღგ-ს გათვალისწინებით  შეადგინა სულ 78.3 ათ. ლარ, ხოლო ტენდერის შედეგად დაფიქსირდა საბოლოო სახელშეკრულებო ღირებულება ჯამში 69.4 ათ. ლარი, ანუ ტენდერის შედეგად მიღებულია ეკონომია 8.9 ათ. ლარის ოდენობით.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, ენერგეტიკის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდში კანონმდებლობის შესაბამისად, სრულადაა წარდგენილი:

  • ბიზნეს-გეგმასთან დაკავშირებული ინფორმაციები;
  • სახელმწიფო შესყიდვების პირველადი და კორექტირებული გეგმები;
  • შესყიდვებისა და ბიზნეს-გეგმების შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებული პერიოდული ინფორმაციები;
  • ხელშეკრულებების შესრულების შესახებ ინფორმაციები.