აღრიცხვა
ელექტროენერგიის საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილების მონიტორინგის მიზნით, ბაზრის ოპერატორი სისტემატიურად ახორციელებს საბითუმო ვაჭრობაში გამოყენებული აღრიცხვის კვანძების, მათ შორის გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე არსებული აღრიცხვის კვანძების ინსპექტირებას.
პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციაზე ან კვალიფიციური საწარმოს რეგისტრაციაში ცვლილების შემთხვევაში, „ესკო“ (დაინტერესებულ მხარეებთან ერთად), კომისიური წესით ახორციელებს საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების ფაქტიური მდგომარეობის შემოწმებას, შემდგომ ექსპლუატაციაში მიღების მიზნით.
„ესკო“-ში შექმნილია საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების მონაცემთა ერთიანი ბაზა (რეესტრი), რომელიც საბითუმო (კომერციული) აღრიცხვის კვანძის ინსპექტირების და ახალი აღრიცხვის კვანძის შემოწმების აქტების შესაბამისად სისტემატიურად ახლდება.