ბლოკჩეინ ტექნოლოგია ენერგეტიკის სექტორში
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ამბოკაძემ მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო-ს, USAID/Georgia-სა და G4G-ის მიერ გამართულ კონფერენციაში "ბლოკჩეინ ტექნოლოგია ენერგეტიკის სექტორში", სადაც წარმოდგენილი იქნა ბლოკჩეინტექნოლოგიის, როგორც ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე ეფექტური ანგარიშსწორების მექანიზმის გამოყენების პროტოტიპი. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, ენერგეტიკის სექტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ბლოკჩეინტექნოლოგიის დანერგვის შემთხვევაში, ელექტროენერგიით ვაჭრობის სქემის მონაწილეები იქნებიან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, გენერაციის ობიექტი, გადამცემი სისტემის ოპერატორი და მარეგულირებელი ორგანო.
კონფერენციის ფარგლებში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ამბოკაძემ და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის დირექტორმა - გიორგი აბრამიშვილმა განიხილეს ESCO-სა და GREDA-ს შორის ბლოკჩეინტექნოლოგიის სავაჭრო პლარფორმაზე დანერგვისათვის თანამშრომლობის პერსპექტივა. მოხდა შეთანხმება ESCO-სა და GREDA-ს შორის ბლოკჩეინკონსორციუმის შექმნის თაობაზე.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის მიზანია მოქნილი სავაჭრო პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც ელექტროენერგიით ვაჭრობის მონაწილეთა შორის ანგარიშსწორების ვადებისა და ამ პროცესში საბანკო, თუ ადამიანური რესურსის ოპტიმიზაციის საშუალებით შესაძლებელს გახდის ბაზრის ლიკვიდურობის გაზრდას და ელექტროენერგიის ფასის შემცირებას.