საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე პირებისათვის უნიკალური ნომრის მინიჭების შესახებ

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 24 ივნისის №1-1/239 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე პირებს მიანიჭა უნიკალური ნომრები, საქმიანობის მიხედვით ცალ-ცალკე.

მინიჭებული უნიკალური ნომრები, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე პირებს, გაეგზავნათ წერილობით, ასევე ესკოს ვებ-გვერდზე არსებული პლატფორმის მეშვეობით.