ესკოს ვებ-გვერდს ახალი ფუნქციები დაემატება
2018-05-14
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის შემუშავების მიმდინარე პროცესში საკუთარი ვებ-გვერდის მოდერნიზაციას ახორციელებს. ვებ-გვერდისათვის ახალი ფუნქციების დამატება გულისხმობს სავაჭრო პროცესის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნა-დაარქივების ელექტრონულ ფორმატზე გადასვლას. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ესკო შეხვედრების ციკლს აწყობს კვალიფიციურ საწარმოთა ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან. 2018 წლის 11 მაისს ესკოში ამ ციკლის პირველი შეხვედრა გაიმართა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა სავაჭრო პარტნიორებს გააცნო ვებ გვერდის ახალი ფუნქციებისა და მათი მართვის სპეციფიკაცია.