ესკომ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის წარმომადგენლობამ, გენერალური დირექტორის-ზაზა დვალიშვილისა და მისი მოადგილეების შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღო 3-5 ივლისს ყაზბეგში, ენერგეტიკული სექტორის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში არსებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომლის მიზანი იყო ელექტროენერგეტიკისა და გაზის რეფორმის მიმოხილვა, ჩართულ მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა და სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა.
სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა ელექტროენერგიის დღით ადრე, დღის ბაზრის და საბალანსო ბაზრის განვითარების სტატუსი, ესკოს როლი, ფუნქციები და პასუხისმგებლობები ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალ მოდელში. ასევე გაზის სექტორის რეფორმის საკითხები და სხვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი,კომპანიის თანამშრომლები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები.