ინფორმაცია საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ
2025-08-05

2025 წლის 1 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ელ-ჰაბი“ (კასპის მზის ელექტროსადგურის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.