ესკოს სტუმარი - USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის უფროსი ექსპერტი ჯონ სვინსკო
2018-03-16
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის უფროსი ექსპერტი ჯონ სვინსკო ეწვია. ესკოს მხრიდან შეხვედრა წარიმართა ესკოს გენერალური დირექტორის ვახტანგ ამბოკაძის , ვაჭრობის ორგანიზებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების დეპარტამენტის უფროსის ზაზა გერგაიასა და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ვიზიტის მიზანი იყო ესკოსთან ერთად ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის , სიახლეთა და პერსპექტივების ანალიზი და განხილვა.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი აქტიურად მონაწილეობს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ჩამოყალიბების და კანონშემოქმედებით პროცესებში. შესაბამისად ხშირად მართავს საკონსულტაციო შეხვედრებს ენერგოსექტორის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ კომპანიებთან.