შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან

ესკოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან - ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ენერგეტიკისა და რესურსების მოპოვების გლობალური პრაქტიკის ოფისის უფროს საოპერაციო ოფიცერ იოსებ მელითაურთან და კონსულტანტთან ფინანსურ საკითხებში ნოდარ მოსაშვილთან.  განხილული იქნა ესკოს საქმიანობის ფინანსური შედეგების რიგი საკითხები და ამ კუთხით შესაძლო პროგნოზები, რადგან ესკოს ფინანსური სტაბილურობა მსოფლიო ბანკისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია დარგში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით.