გასვლითი სამუშაო შეხვედრა

მიმდინარე წლის 3 მარტს კახეთში, სასტუმრო „Ambasadori Kachreti”-ში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ესკო–ს  მენეჯერებისა და USAID–ის კონტრაქტორ კომპანიების  (HICD 2020 და GEC)  წარმომადგენელთა მონაწილეობით. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის მიერ ჩატარებული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია და ესკო–ს ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობის პროექტის მომავალი აქტივობების დაგეგმვა.