ესკოს თანამშრომლებს „ენერგეტიკული ბაზრების ვაჭრობის და რისკების მართვის სასწავლო კურსის“ სერტიფიკატები გადაეცათ

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვაჭრობის ორგანიზებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების დეპარტამენტის  თანამშრომლებმა ნატალია ჭიოკაძემ და მარიამ მაჭავარიანმა 4 – 6 თებერვალს მონაწილეობა მიიღეს USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის მიერ ორგანიზებულ „ენერგეტიკული ბაზრების ვაჭრობის და რისკების მართვის“ სასწავლო კურსში. კურსის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ტექნიკური მხარდაჭერა გაზითა და ელექტროენერგიით   დღიური ვაჭრობის  პრაქტიკუმით. ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა  მიიღეს საჭირო ცოდნა სავაჭრო გარემოს შესახებ ,ხოლო თეორიის  პრაქტიკაში გამოყენებისათვის, ჩაუტარდათ გაზითა და ელექტროენერგიით ვაჭრობის სიმულაცია. 3 დღიანი სასწავლო ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.