შეხვედრა ესკოსთან ახალი სავაჭრო ენერგოპლათფორმის შექმნისა და დანერგვის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში.
ესკომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის - EBRD-ის მიერ ფინანსირებადი, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ევროსტანდარტების შესაბამისად მოდერნიზებისათვის, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.
აღნიშნული პროექტი გულისხმობს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად და ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი კონცეფციის შემუშავებას - ახალი სავაჭრო პლათფორმის შექმნასა და იმპლემენტაციას, რომელიც მოიცავს ერთი დღით ადრე ვაჭრობის ბაზრის (DAM), დღის ვაჭრობის ბაზრის (IDM), სასისტემო სერვირების(SSM) და საბალანსო ელექტროენერგიის ვაჭრობის ბაზრის(BM) მოდელების დანერგვას.
ოპტიმალური ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი კონცეფციის შემუშავების პროცესში მიმდინარე სამუშაო შეხვედრები ითვალისწინებს დონორებისა და დაინტერესებული მხარეების ანგარიშგებების შედეგებისა და მოქმედი მარეგულირებელი აქტების შეჯერებას, პრობლემური და სპეციფიკური საკითხების გამოკვეთას და შესაბამის ანალიტიკას.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდნენ საერთაშორისო ექსპერტ-კონსულტანტები ენერგეტიკის დარგში: ნიკ ტორლისი და ალექსანდროს პრამაგიოლუსი - “ელ-დე-კა ქონსალთანთ“-ი ; ჰანს-არილდ ბრედესენი - „ნორდ ფულ ქონსულთინგ“ - ის აღმასრულებელი დირექტორი
შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში, ესკოსთან, როგორც პროცესის მონაწილე მხარესთან, საკონსულტაციო საკითხების განხილვა.