შემოთავაზებების მიღება ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის (ბარტერის) თაობაზე
2018-01-31
სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ აცხადებს შემოთავაზებების მიღებას ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის (ბარტერის) თაობაზე. შემოთავაზების წარმოდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს (არარეზიდენტ იურიდიულ პირს).
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 07.02.2018, 17:00 (თბილისის დროით).
წარმოდგენილი შემოთავაზებების განხილვა ჩატარდება 2018 წლის 08 თებერვალს, 12:00 საათზე (თბილისის დროით), სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“-ს ოფისში: საქართველო, ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. №2, მე-5 სართული, ოთახი №16.
შემოთავაზების წარსადგენად უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა MS Excel ან PDF ფორმატში.
შემოთავაზებების წარდგენისა და განხილვის პირობები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.