ესკომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერები
2017-12-28
2017 წლის 28 დეკემბერს ესკოს მიერ გამოცხადდა:
- მანქანების რეცხვის მომსახურების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი - SPA170016836, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო სახელშეკრულებო ღირებულება - 5 430 ლარი;
- მანქანების შეკეთება-ტექნიკური მომსახურების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი -SPA170016846, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო სახელშეკრულებო ღირებულება - 18 095 ლარი, საპრეისკურანტო ღირებულება - 89 820 ლარი.
სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა ორივე ტენდერისათვის მთავრდება 2018 წლის 05 იანვარს.