ესკომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი
2022-09-22
ს.ს. ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ, მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, გამოცხადდა NAT 220019392 ელექტრონული ტენდერი, კომპანიის 3 თანამშრომლის სიცოცხლის უბედური შემთხვევისა და ჯანმრთელობის დაზღვევის (CPV 66500000) შესყიდვისათვის. ერთი სადაზღვევო პაკეტის სავარაუდო ღირებულებაა 67 ლარი, მომსახურების მიწოდების მაქსიმალური ვადაა 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შესაბამისად, ტენდერის სავარაუდო ღირებულება 603 ლარის ფარგლებშია.
სატენდერო წინადადებების წარმოდგენა მთავრდება მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, 13:00 საათზე.