შეხვედრა ესკო-ში კვალიფიციურ საწარმოთა წარმომადგენლებთან
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა სამუშაო შეხვედრა გამართა კვალიფიციურ საწარმოთა წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო სტუმართათვის ესკოს ვებ-გვერდის ახალი ფუნქციების, მათი მართვის სპეციფიკაციისა და ახალი ფუნქციებით ოპერირების ტექნიკური მახასიათებლების გაცნობა. ასევე კვალიფიციურ საწარმოთა ჩართვა ესკოსთან ვებ-გვერდის ახალი ფუნქციების საშუალებით ურთიერთობის სატესტო რეჟიმში.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის შემუშავების მიმდინარე პროცესში საკუთარი ვებ-გვერდის მოდერნიზაციას ანხორციელებს. მაისის თვეში ესკომ უკვე გამართა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პრეზენტაცია კვალიფიციურ საწარმოთა ხელმძღვანელთათვის. ვებ-გვერდის ახალი ფუნქციები მოემსახურება ელექტროენერგიით ვაჭრობის პროცესის ოპერატიულობასა და საჭირო დოკუმენტაციის შექმნა-მომზადება-დაარქივების ელექტრონულ ფორმატზე გადასვლას.