სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციები:

  • საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვა (მათ შორის, იმპორტსა და ექსპორტზე საშუალო- და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმების გზით).
  • გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონისა და "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების" შესაბამისად.
  • საბითუმო ყიდვა-გაყიდვის შესახებ ერთიანი ბაზის, მათ შორის, აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრის შექმნა და წარმოება.
  • საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებული მრიცხველების ინსპექტირება.
  • ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობა.
  • კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.