ესკოს გენერალურ დირექტორად კახაბერ ქებურია დაინიშნა

2023 წლის 21 ივლისიდან, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს ახალი გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს. ბ-ნი კახაბერ ქებურია საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის ერთ ერთი თვალსაჩინო ფიგურაა,  მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებითა და მართვის პრაქტიკით. მუშაობდა არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე:

2022 წლიდან : სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე; დირექტორთა საბჭოს წევრი; დირექტორი პროექტების მართვის საკითხებში.

2010-2018 წლებში - სს ,,ენერგო- პრო ჯორჯიას” გარდაბნის რაიონის დირექტორი.

2007-2010 წლებში - სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” გარდაბნის რაიონის მთავარი ინჟინერი.

2005-2007 წლებში - USAID და საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის ქვემო ქართლის ფილიალის თელეთი-მარტყოფის რაიონის მთავარი ინჟინერი, ხოლო 2004 წელს, იგივე კომპანიაში  ინჟინერ-ელექტრიკოსი.

კახაბერ ქებურიას პროფესიონალიზმი, კომპეტენცია , მართვის უნარი და ელექტროენერგეტიკულ სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება  სასარგებლო იქნება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის - ესკოს შემდგომი განვითარებისათვის, მისი როლისა და ფუნქციების  სწორი და გამართული პოზიციონირებისათვის საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე და მთლიანად ელექტროენერგეტიკულ სექტორში.