ესკოს გენერალურ დირექტორად კახაბერ ქებურია დაინიშნა
2023 წლის 21 ივლისიდან, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს ახალი გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს. ბ-ნი კახაბერ ქებურია საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის ერთ ერთი თვალსაჩინო ფიგურაა, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებითა და მართვის პრაქტიკით. მუშაობდა არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე:
2022 წლიდან : სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე; დირექტორთა საბჭოს წევრი; დირექტორი პროექტების მართვის საკითხებში.
2010-2018 წლებში - სს ,,ენერგო- პრო ჯორჯიას” გარდაბნის რაიონის დირექტორი.
2007-2010 წლებში - სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” გარდაბნის რაიონის მთავარი ინჟინერი.
2005-2007 წლებში - USAID და საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის ქვემო ქართლის ფილიალის თელეთი-მარტყოფის რაიონის მთავარი ინჟინერი, ხოლო 2004 წელს, იგივე კომპანიაში ინჟინერ-ელექტრიკოსი.
კახაბერ ქებურიას პროფესიონალიზმი, კომპეტენცია , მართვის უნარი და ელექტროენერგეტიკულ სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება სასარგებლო იქნება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის - ესკოს შემდგომი განვითარებისათვის, მისი როლისა და ფუნქციების სწორი და გამართული პოზიციონირებისათვის საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე და მთლიანად ელექტროენერგეტიკულ სექტორში.